23 June 2014

იყიდის თუ არა ლევან ვასაძე ტელეკომპანია “იმედს“?

“იმედს“ ლევან ვასაძე ყიდულობს? – ამ სახელწოდებით სტატიას, გაზეთ “პრაიმტაიმი” აქვეყნებს. გამოცემის ექსკლუზიური ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დადებული ეგზიტპოლების შედეგების გამო, ტელეკომპანიის მენეჯმენტი ლონდონში, პატარკაციშვილების ვილაზე გამოიძახეს.
“როგორც ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, ტელეკომპანიის შეძენით დაინტერესებულია ბისმესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც უკვე გამართა მოლაპარაკებები ინა გუდავაძესთან. სწორედ პოტენციური მყიდველის მოთხოვნა ყოფილა, რომ არხზე მთავარი მენეჯმენტი მის გასხვისებამდე შეცვლილიყო. არ არის გამორიცხული, სწორედ ეს გადაწყვეტილება ეცნობებინა ინა გუდავაძეს ტელეკომპანიის ლონდონში ჩასული ხელმძღვანელობისთვის.
ჯერჯერობით ეს დაუზუსტებელი ინფორმაციაა, თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ კულუარებში ასეთ გარიგება მართლაც მიმდინარეობდეს, გამომდინარე იქიდან, რომ პატარკაციშვილებს ამ არხის შენახვა საკმაოდ ძვირი უჯდებათ. დიდი ფულის გადახდა ტელეკომპანიაში კი იმას აწყობს, ვისაც პოლიტიკური გეგმები და ამბიციები აქვს”, – წერს გაზეთი.

No comments:

Post a Comment