ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და საგარეო
საქმეთა
სამინისტროს
სასწავლო
ცენტრის
შექმნის
შესახებ
პრეზიდენტის
ბრძანებები
გაუქმებულია.
შესაბამისი აქტები საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.
ბრძანებები
ექსპრეზიდენტს
მიხეილ
სააკაშვილის
მიერაა
გამოცემული,
მათ
ძალადაკარგულად
კი
გიორგი
მარგველაშვილი
აცხადებს.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და მომსახურების სააგენტოს შექმნაზე
გამოცემული
ბრძანებები
ძალადაკარგულად
15 ივნისიდან
გამოცხადდა,
სსიპ
საგარეო
საქმეთა
სამინისტროს
სასწავლო
ცენტრის
შექმნაზე
კი
13 ივნისიდან.
20 ივნისს
დაკარგა
ძალა
ექსპრეზიდენტ
სააკაშვილის
კიდევ
ერთმა
ბრძანებულებამ,
რომელიც
საქართველოს
დაზვერვის
სამსახურის
ემბლემას,
ემბლემის
დებულებას
და
დროშას
ამტკიცებდა.

No comments:
Post a Comment