22 June 2014

მამა-შვილი ნავენახევის მღვიმეში ჩავარდა

ნავენახევის მღვიმის მახლობლად, მამა-შვილი უცნობ მღვიმეში ჩავარდა. ისინინავენახევის მღვიმის მახლობლად ყანას ღობავდნენ, როდესაც შვილი დაახლოებით 30 მეტრამდე სიღრმის მღვიმეში ჩავარდა, რომლის არსებობის შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა.
მაშველებმა მამა-შვილი მღვიმიდან უკვე ამოიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"ისინი ყანას ღობავდნენ, როდესაც შვილი მღვიმეში ჩავარდა, შემდეგ მას მამაც მიჰყვა. ჩვენ ოპერატიულად მივედით შემთხვევის ადგილას, თუმცა სამუშაო საკმაოდ რთული იყო. მღვიმეში არაფერი არ ჩანდა. საბედნიეროდ, ორივე უვნებლად ამოვიყვანეთ. შვილს მხოლოდ წელის არეში აქვს დაზიანება", - განაცხადა იმერეთის სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილემ აკაკი ყვავაძემ.

No comments:

Post a Comment