22 June 2014

რა მოხდა გორში-სპეცოპერაციისას დაკავებული ერთ-ერთი პირი გიორგი მარგველაშვილია

გორში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რამდენიმე პირიდან ორი მათგანის ვინაობა ცნობილია. ტელეკომპანია "მაესტროს" ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული გორში მცხოვრები გიორგი მარგველაშვილია, მეორე კი ოთარ ჯიხვაშვილი. დაკავებულებს ადვოკატები უკვე ჰყავთ, თუმცა ტელეკომპანიის ინფორმაციით, ისინი დაცვისქვეშ მყოფების ნახვას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ადვოკატ კახა კალმახელიძის განცხადებით, დაკავება დილის 6 საათზე განხორციელდა, მისი თქმით, დაკავებული ჯიხვაშვილი 2006 წელს ნასამართლევია, ამჟამად კი მას ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან.რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს ის წმინდა წყლისდასახლებაში ცხოვრობს,დაკავებულის ოჯახისწევრთა განცხადებით, ჩხრეკისას სამართალდამცავებმა იარაღი ამოღიეს. მათი თქმით დაკავებულს სახლში ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია და ის პოლიციამ ჩადო.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს 6 პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით აიყვანეს.სპეცოპერაცია გორში დღეს, გამთენიისას ჩატარდა. დაკავებული არიან 30 წლამდე ასაკის მამაკაცები.არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირების ნაწილი 2012 წლის ამნისტიის შედეგად არის გათავისუფლებული.შინაგან საქმეტა სამინისტროს განცხადება სპეცოპერაციასთან დაკავსირებით ამ დრომდე არ გაუკეთებია.

No comments:

Post a Comment