24 June 2014

ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია დავით ნარმანიას დებატებში გამოწვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „GeorgianNews“_ი უცვლელად გთავაზობთ:
“მსურს კვლავ გამოვთქვა მზადყოფნა ბატონ ნარმანიასთან, მისთვის სასურველი ფორმატის დებატებში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც იგი საერთაშორისო სტანდარტებით დაცულ ფორმატს უწოდებს და თითქოს ეს დებატები უნდა გაიმართოს ნეიტრალურ ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, გაუგებარია, თუ რას გულისხმობს ნეიტრალურ ტერიტორიაში, თუმცა მიუხედავად ამისა, მზად ვარ ვედებატო მას იმ ფორმატში, რომელშიც ის უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს.
ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ თბილისის მერობის კანდიდატები, ქალაქის, სადაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს და მნიშვნელოვანია, რომ საჯარო დებატები გაიმართოს ყველა იმ ტელევიზიაში, რომლებმაც უკვე გამოთქვეს ან მომავალში გამოთქვავენ, დებატების ორგანიზების სურვილს. ჩვენ უკვე გვაქვს ორი შემოთავაზება, ტელეკომპანია “იმედი” და “რუსთავი 2″ მზადყოფნას გამოთქვავენ, რომ დებატები ამ ტელეკომპანიების თოქ-შოუებში გაიმართოს.
პარასკევს, 27 ივნისს, ქალბატონი ინგა გრიგოლიასგან ჩვენ გვაქვს მოწვევა, რომ მის თოქ-შოუში დებატებში მივიღოთ მონაწილეობა. მივმართავ ბატონ ნარმანიას, პარასკევს მოვიდეს ტელეკომპანია “იმედში” და გაიმართოს ის დებატები, რომელიც სჭირდება არა მას, არა მე, არამედ თბილისელებს და ჩვენ ამით ელემენტარული პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ თბილისელების მიმართ. სრულიად გაუგებარია თუ რა იგულისხმება ნეიტრალურ ტერიტორიებში. მე ვფიქრობ, ჩვენ არ გვქონია არანაირი ომი, რომ დაგვჭირდეს ნეიტრალური ტერიტორია. როდესაც საუბარია ნეიტრალურ ტერიტორიაზე, მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი ამასთან დაკავშირებით: ეს არის ნეიტრალური წყლები. ასე მაქვს ნასწავლი სტუდენტობის პერიოდში და ამ წყლებში რომელ გემს შეუძლია ცურვა, თუმცა შეუძლებელია მერობის კანდიდატებმა დებატები გამართონ ნეიტრალურ ტერიტორიაზე.
ამიტომ, ბატონ ნარმანიას მოვუწოდებ, ირიბად ნუ იძახის იმას, რომ მას არ უნდა დებატებში მონაწილეობა, პირდაპირ განაცხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარასკევს, 27 ივნისს “იმედის” ეთერში ველოდები ბატონ ნარმანიას და გაიმართება ის დებატები, რომელიც ნათელს მოჰფენს მის და ჩემ პროგარამას და ამით ჩვენ გააზრებული, პრაგმატული და რაციონალური არჩევანის გაკეთების საშუალებას მივცემთ თბილისელებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, შეურაცხმყოფელია ნებისმიერი კანდიდატისაგან, ჩემგანაც ბატონი ნარმანიასგანაც, რომ წინაპირობები წავუყენოთ ერთმანეთს, რომ თუ სად ვიდებატოთ და რა პირობებში. მიუხედავად ამისა, მის შემოთავაზებაზე მე ვარ თანახმა, იმ ფორმატში ვედებატო, სადაც ის უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს. თუმცა მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს ის ტელევიზიები, რომლებიც არის ეროვნული მაუწყებელი, ვგულისხმობ “რუსთავი 2-ს”, “მაესტროს”, “კავკასიას”, “იმედს” და ნებისმიერი სხვას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბატონმა ნარმანიამ დღესვე განაცხადოს თანხმობა და 27 ივნისს შედგეს პირველი დებატები”, – განაცხადა მელიამ.

No comments:

Post a Comment