20 June 2014

დღევანდელ პროცესზე გიგი უგულავას პროგნოზი გამართლდა

გიგი უგულავას თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება 25 ივნისს, 17:00 საათზე გახდება ცნობილი. ამის შესახებ მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდების მიერ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.
რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, გიგი უგულავას პროგნოზი გამართლდა. კერძოდ, პროკურორებმა შუამდგომლობის უსაფუძვლობაზე გაამახვილეს ყურადღება და ამასთან, აღნიშნეს, რომ აღნიშნულის განხილვა სააპელაციო სასამართლოს პრეროგატივაა.
უგულავას ადვოკატები აღნიშნულს არ ეთანხმებიან. მათი თქმით, პროკურატურა საქმის გაჭიანურებას ცდილობს.

No comments:

Post a Comment