ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის განცხადებით, „ის, რაც 2008 წელს საქართველოში მოხდა, ნამდვილად უკავშირდება ბუქარესტის გადაწყვეტილებას“.
“სამიტის შემადგენელი ელემენტებიდან ერთ-ერთი იქნება თანამშრომლობის განმტკიცება. შეგიძლიათ, ამას უწოდოთ პაკეტიც. საქართველო უკვე ახორციელებს იმაზე მეტ თანამშრომლობას ნატო-სთან, ვიდრე სხვა რომელიმე პარტნიორი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ ვაპირებთ, ვაღიაროთ თქვენი წვლილი და ასევე პროგრესი, რომელსაც საქართველო ნატო-სკენ მიმავალ გზაზე ახორციელებს. რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, მას საკუთარი განრიგი აქვს. ის, რაც 2008 წელს მოხდა, ნამდვილად უკავშირდება ბუქარესტის გადაწყვეტილებას. ჩემი ზოგიერთი კოლეგა ამბობს, რომ თუ მაპ-ს მივცემთ ან არ მივცემთ საქართველოს, რუსეთი საპასუხო რეაციებს ორივე შემთხვევაში განახორციელებს. მე კი არ ვიცი, რას იზამს რუსეთი. ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას მივიღებთ მხოლოდ საქარეთველოს პროგრესის გათვალისწინებით და ბუქარესტის გადაწყვეტილებების მიხედვით“, - განუცხადა აპატურაიმ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს.
No comments:
Post a Comment