საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში ხარვზები არსებობს, თუმცა ისინი გამოსწორდება.
ამის შესახებ მინისტრმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
"მე ვეთანხმები იმ იდეას, რომ როდესაც წინასაარჩევნო პერიოდი არის ისეთი დემოკრატიული, როგორიც არის დღეს, წლევანდელი საარჩევნო გარემო მაშინდელს საშინელ პერიოდს ვერ შეედრება, რომელშიც კანდიდატებს მუშაობა უწევდათ. წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატებს ბრძოლისთვის თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეთ და აქვთ კიდევაც. ხარვეზები არსებობს, მაგრამ ისინი გამოსწორდება. არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ხალხმა მაქსიმალური თავშეკავება უნდა გამოიჩინოს, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს და მისთვის სასურველ კანდიდატს ხმა მისცეს. კვირა დღეს ყველა ქალაქში მოსახლეობა მერს და გამგებელს თვითონ აირჩევს და ისინი ვინმეს მიერ დანიშნული არ იქნებიან. ჩვენ ამისათვის ყველაფერი გავაკეთეთ. ეს არის ჩემი პოზიცია", - განაცხადა წულუკიანმა.
No comments:
Post a Comment