17 June 2014

მეორე ტური 8 თვითმმართველ ქალაქსა და 11 მუნიციპალიტეტში გაიმართება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, 8 თვითმმართველ ქალაქში მერის არჩევის მიზნით მეორე ტური გაიმართება.
თითოეულ ქალაქში არჩევნების პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. ესენია: 


1. თბილისი ”ქართული ოცნება”/”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
2. რუსთავი ”ქართული ოცნება”/”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
3. მცხეთა ”ქართული ოცნება”/”მწვანეთა პარტია”
4. გორი ”ქართული ოცნება”/”ირაკლი ოქრუაშვილი -ქართული პარტია”
5. თელავი ”ქართული ოცნება”/”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
6. ოზურგეთი ”ქართული ოცნება”/”დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”
7. ბათუმი ”ქართული ოცნება”/”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
8. ფოთი ”ქართული ოცნება”/”დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”
გამგებლის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება 59-დან 11 მუნიციპალიტეტში:
1. ახმეტა ”ქართული ოცნება”/”ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია”
2. ყვარელი ”ქართული ოცნება”/”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
3. გორი ”ქართული ოცნება”/”ირაკლი ოქრუაშვილი -ქართული პარტია”
4. თიანეთი ”ქართული ოცნება”/”ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია”
5. მარტვილი ”ქართული ოცნება”/”ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია”
6. ქობულეთი ”ქართული ოცნება”/”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
7. ბაღდათი ”ქართული ოცნება”/”სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა”
8. ხონი ”ქართული ოცნება”/”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
9. ტყიბული ”ქართული ოცნება”/”ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია”
10. ლანჩხუთი ”ქართული ოცნება”/”დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”
11. თერჯოლა ”ქართული ოცნება”/”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
აღნიშნულ ჩამონათვალს ასევე შეიძლება დაემატოს 2 მუნიციპალიტეტი - თელავი და ხულო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს გაიმართება.

No comments:

Post a Comment