20 June 2014

თურქეთში საქართველოს 20 წლის მოქალაქე დაიღუპა

თურქეთში მომხდარ უბედურ შემთხვევას, 20 წლის საქართველოს მოქალაქე რამაზ ქათამაძე ემსხვერპლა.ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს, რომელიც იტყობინება, რომ ქათამაძე ფოტოს გადაღების მიზნით საზღვაო შუქურაზე ავიდა, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და სიმაღლიდან გადმოვარდა.
ინტერნეტგამოცემა www.haber61.net - ის ცნობით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და საქართველოს მოქალაქე სერიოზული დაზიანებებით საავადმყოფოში იყო მოთავსებული. მიუხედავად ექიმების მცდელობისა, სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და გუშინ საღამოს იგი გარდაიცვალა.
ქათამაძე ერთ-ერთ სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას აპირებდა და მისი ყოფნა რიზეში ამ საკითხს უკავშირდებოდა. თურქმა სამართალდამცველებმა კი ამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე აწარმოეს. სასწავლებელმა კი, რომლის სტუდენტიც დაღუპული ახალგაზრდა უნდა გამხდარიყო, ოჯახს და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

No comments:

Post a Comment