Pages

15 June 2015

რუსთავის მერია თბილისში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება (ვიდეო)

რუსთავის მერიაში დედაქალაქში დაზარალებულთა დახმარებისა და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, საგანგებო შტაბი შეიქმა.
შტაბის სხდომას რუსთავის ვიცე-მერი ნოდარ შეროზია, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, მერიის სამსახურების უფროსები, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი სოფიო ჯიქია დაესწრნენ.
რუსთავის ვიცე-მერის ნოდარ შეროზიას განცხადებით, მერიაში მიმდინარეობს მოხალისეთა მობილიზება, ასევე სტიქიის შედეგად დაზარალებული თბილისელებისათვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება.
,,ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ, მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს თბილისის მერიასთან, მოხალისეები გვაკითხავენ და მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, დედაქალაქში გაემგზავრებიან. ჰუმანიტარულ ტვირთს მერიის შენობაში ვაგროვებთ და ორგანიზებულად გადავცემთ თბილისის მერიის შესაბამის გაგეობას,“ - განაცხადა ნოდარ შეროზიამ.
რუსთავის მერია დღის განმავლობაში შეგროვილი ტვირთის, პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტი დედაქალაქში ტრანსპოტირებას მოახდენს.


No comments:

Post a Comment