19 May 2015

საქართველო-არაბთა გაერთიანებული საემიროების ბიზნესფორუმი

არაბთა გაერთიანებული საემიროები გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორი საქართველოში, რომლის ინვესტიციებმა საქართველოს ეკონომიკაში ფაქტობრივად სარეკორდო, 700 მილიონ დოლარს მიღწია საქართველოს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით სხვადასხვა სექტორებში,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-არაბთა გაერთიანებული საემიროების ბიზნესფორუმზე განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, არაბთა გაერთიანებული საემიროები და საქართველო არიან ახლო პარტნიორი ქვეყნები და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე ფორუმი ხელს შეუწყობს ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.
"2014 წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობამ 200 მილიონს გადააჭარბა. საქართველო გადის სწრაფი განვითარებისა და ეკონომიკური ზრის პერიოდს. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაციას, ჩვენი სტრატეგიული პოზიციის მაქსიმალურ გამოყენებას. ჩვენი ქვეყანა გადის სერიოზულ ტრანსფორმაციას, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, დაწყებული ჯანმრთელობის, ეროვნული უშიშროების, ეკონომიკური განვითარების მიმართულებები სერიოზულად გაუმჯობესდეს. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველო გახდა ლიდერი, მოდელი ჩვენს რეგიონში, რასაც ჰქვია სტაბილური ბიზნესგარემოს ჩამოყალიბება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო გასული წელი, როდესაც საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას.
"ეს კი სერიოზულად ზრდის საქართველოს მიმზიდველობას, როგორც საინვესტიცო ქვეყნის. მომსახურება და პროდუქტი, რომელიც საქართველოში იწარმოება, 900 მილიონიან ბაზარზე გავა. ჩვენ დსთ-ს ქვეყნებთან, რუსეთთან, თურქეთთან და არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას უკვე მოაქვს თავისი პირველი ნაყოფი", - აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ საქართველომ, სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, წამყვანი როლი უნდა ითამაშოს ევროპისა და მეზობლების ენერგოუსაფრთხოების საკითხში.
"ჩვენს ქვეყანაზე გადის მილსადენები ისე, რომ არ გადის რუსეთის ტერიტორიაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. "შაჰდენიზის" პროექტის 35 მილიონიანი ინვესტიცია სერიოზულად აძლიერებს და 60 მილიარდი კუბური მეტრის დამატებით საშუალებას გვაძლევს გაზი მივაწოდოთ ევროპას. ჩვენ 2 მილიარდიან ინვესტიციას ველოდებით პროექტის შედეგად საქართველოში. ჩვენი ენერგეტიკის სექტორი მზარდად ხდება მიმზიდველი და მილიარდ ოთხასი მილიონი დოლარი მოიზიდა", -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

No comments:

Post a Comment