14 May 2015

2017 წელს მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება (ვიდეო)

2017 წელს საქართველოში ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში ახალგაზრდებს შორის - აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიო რაგბის აღმასრულებელი კომიტეტის საბჭომ ერთხმად მიიღო.
„ ეს არის ძალიან დიდი აღიარება პირველ რიგში ჩვენი რაგბისტების და ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისათვის. მე მინდა თითოეულ რაგბისტს მივულოცო ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი წარმატება . ეს არის სწორედ თქვენი დაფასება, თქვენი წარმატების დაფასება. ჩვენ ვამაყობთ თქვენით, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი გმირი რაგბისტებით. მე მინდა მივულოცო რაგბის ფედერაციის პრეზიდენტს, სპორტის მინისტრს, ასევე რაგბის ყველა ქომაგს.
2017 წელს ჩვენ უმაღლეს დონეზე უნდა ჩავატაროთ ეს ჩემპიონატი. მთელი მსოფლიოს ყურადღება იქნება მიპყრობილი ჩვენი ქვეყნისაკენ და რა თქმა უნდა ჩვენ ღირსეულად დავხვდებით ნაკრებებს მთელი მსოფლიოდან. ვუსურვებ წარმატებებს ჩვენ გმირ რაგბისტებს.“– განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.



No comments:

Post a Comment