Pages

▼

17 April 2015

ვინ შეუკვეთა ევრონიუსს საქართველოზე უარყოფითი სიუჟეტის მომზადება?! (ვიდეო)

„საქართველო ეკონომიკურ მორევშია გაჭედილი” _ ამ სათაურით „ევრონიუსმა“ 16 აპრილს საქართველოზე სიუჟეტი მოამზადა, სადაც ჟურნალისტი შეშფოთებული საუბრობს საქართველოს ეკონომიკის სტაგნაციაზე, ქვეყნის ხელისუფლების არასწორ პოლიტიკაზე , მცირე ბიზნესის კვდომაზე და სხვა უარყოფით ასპექტებზე.

ბედნიერი და გაბრწყინებული მოლდოვას შემდეგ, საქართველოზე მომზადებული სიუჟეტი სიბინძურის და სიღატაკის ამსახველი კადრებით, უცხო ადამიანებისთვის, პოტენციური ინვესტორებისთვის და  ტურისტებისთვის ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ჩვენი ქვეყანა ცივილიზაციისგან შორს მყოფი, ერთი პირქუში და დაქცევის პირას მისული მესამე სამყაროს წევრია. თითქოს ეს არის კარვების ქალაქი, სადაც მხოლოდ მშიერი და უიმედო ხალხი ცხოვრობს.
სიუჟეტი ცალმხრივი და მიზანმიმართულად, ნეგატივის მატარებელი იყო. კადრებში ერთი კარგი შენობაც არ ჩანდა, ანუ არც ერთი პოზიტივი.
ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ვის შეიძლება შეეკვეთა „ევრონიუსისთვის” საქართველოს შესახებ ასეთი უარყოფითი სიუჟეტის მომზადება?! გარკვეული ეჭვები, შეიძლება ითქვას გონივრულიც, კადრებში ნაციონალების ე. წ. ექსპერტის, რომან გოცირიძის დანახვამ გაგვიჩინა. ისიც ფაქტია, რომ მსგავსი სიუჟეტი საქართველოში ადამიანების მხოლოდ მცირერიცხოვან ნაწილს ახარებს -ნაციონალური მოძრაობის წამომადგენლებს.
საგულისხმოა ისიც, რომ ექსპერტ რომან გოცირიძეს, ბოლო დროს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტად მოიხსენიებენ, თუმცა ავიწყდებათ, რომ ის ამ პოსტზე 7 წლით იყო არჩეული, მაგრამ რატომღაც, 2,5 წელიწადში, თავად ნაციონალების ხელისუფლებამ „გააბუნძულა“ დაკავებული თანამდებობიდან.
ხალხში გავრცელებული ინფორმაციით კი, ნაციონალებმა, ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენტი- რომან გოცირიძე დიდი ხნით ციხისთვის არ გაიმეტეს (ალბათ ისევ საკუთარი იმიჯი რომ არ დაეზარალებინათ) და მხოლოდ 2 დღით დააპატიმრესო. ჩვენი ვარაუდია, რომ მათ გოცირიძეზე კომპრომატები ალბათ საგულდაგულოდ შეინახეს და აქედან გამომდინარე, უკვე გასაგები ხდება, რის სანაცვლოდ იცავს ახლა იგი ამ გუნდს და ახალ ხელისუფლებაზე, ქვეყანაზე, მხოლოდ ნეგატიურ ინფორმაციებს რატომ ავრცელებს მსოფლიოს მასშტაბით.
ფაქტი ის არის, რომ წლების მანძილზე ყველასგან მივიწყებული, ბოლო თვეებში საოცრად გააქტიურებული „დამოუკიდებელი” ექსპერტი, ხშირად ჩანს რუსთავი2-ის, ახლა კი უკვე „ევრონიუსის” ეთერში. მისი გააქტიურება 2 მიმართულებით ხდება – ან ნაციონალური მოძრაობისთვის სასურველ თემებზე საუბრობს, ანდაც წინა წლებში მისი საქმიანობის შესახებ დასმულ შეკითხვებზე იძლევა პასუხებს. დიდი ალბათობით, ოპოზიციონერი ექსპერტის სტატუსით იგი ხელშეუხებლობის გარანტიისა და იმუნიტეტის მოპოვებას ცდილობს.
სამწუხაროა, მაგრამ სიუჟეტი, რომელიც 16 აპრილს „ევრონიუსზე” ვიხილეთ, სცდება შიდა კინკლაობის ზღვარს და ქვეყნისთვის საზიანო ქმედებების შინაარსს იძენს.
ბუნებით კარიერისტის, მაგრამ ყველა პოსტზე წარუმატებელი, ახლადმოვლენილი ექსპერტისთვის,  მისი  პირმშო _კუპონიც კმარა ,რომ მან ასეთი ქმედებები ვერ აკეთოს, მაგრამ როგორც ვხედავთ, ახალ „პოსტზე“ გადაინაცვლა. არავინ უარყოფს, რომ საქართველოში მრავალი პრობლემაა. თუმცა ადამიანი, რომელიც ასეთი ფორმით წარუდგენს მსოფლიოს საკუთარ ქვეყანას, სულ მცირე, მავნებლის ეპითეტს იმსახურებს.







No comments:

Post a Comment