"რეპორტიორები საზღვრების გარეშე"-ს რეიტინგში საქართველო 15 პოზიციით დაწინაურდა და 2015 წლის არსებული მონაცემებით 69-ე ადგილზეა.
რეიტინგში სულ 180 ქვეყანაა და 69-ე ადგილი საქართველოს თავისუფლების ინდექსის 27.7 მაჩვენებლით უკავია. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში მედიასივრცე არც თუ ისე თავისუფალია და ზოგჯერ პოლიტიკური პარტიების ინტერესებს ატარებს. 2012-2013 წლებში საქართველო აღნიშნულ ინდექსში უცვლელად, მე-100 ადგილს იკავებდა.
რაც შეეხება რეგიონში არსებულ ვითარებას, ახალი მონაცემებით სომხეთი 78-ე ადგილზეა, თურქეთი 149-ე ადგილზე, რუსეთი 152-ე ადგილზე, აზერბაიჯანი კი 162-ე ადგილზეა.
კვლევის მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიო მასშტაბით 20 ჟურნალისტია მოკლული, 159 კი პროფესიული საქმიანობის გამო პატიმრობაში იმყოფება.

No comments:
Post a Comment