ბოქსის საერთაშორისო ფედერაციამ (IBF) ახალი რეიტინგი გამოქვეყნა. რეიტინგის მიხედვით, ქუთაისელი ავთანდილ ხურციძე პოსტსაბჭოთა ქვეყნების საუკეთესო 15 მოკრივეთა შორის დაასახელეს.
ავთანდილ ხურციძემ, რომლის მეტსახელია "ტორნადო", საშუალო წონით კატეგორიაში (72,6 კგ-მდე) ტოპ 15 რეიტინგის მე-14 პოზიცია დაიკავა.
IBF-ის მიხედვით, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში (90,7 კგ-ს ზემოთ), პირველ ადგილზე უკრაინელი მოკრივე ვიაჩესლავ გლაზკოვი გავიდა. რეიტინგში მძიმე წონით კატეგორიაში (90,7კგ-მდე) საუკეთესოდ დასახელდა რუსი მოკრივე, მურატ გასიევი.
ქუთაისელი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე არაერთი მნიშვნელოვანი ტიტულების მფლობელია. კრივის საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, იგი ორგზის მსოფლიო ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონის ვერცხლის ქამრის მფლობელია.

No comments:
Post a Comment