Pages

31 October 2014

"ნიჭიერის" სკანდალი გრძელდება – ნიკა გვარამიამ გოგა ხაჩიძე "ბრავოდან" გაუშვა – "


ამალია ჯიბლაძის ნამღერზე სკანდალი ისევ გრძელდება და გაცილებით მასშტაბური სახე მიიღო. გოგა ხაჩიძემ, რომელიც ხვალ "ბრავოში" ლობისტად უნდა მოგვევლინოს, სოციალურ ქსელში დაპოსტა, "ვნახე ეს ვიდეო... ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სიტუაციას ფონოგრამის სუნი ასდის". ხაჩიძის ამ პოსტს "რუსთავი 2"–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმიანება 

1. ქალბატონმა ამალია ჯიბლაძემ ფილარომოიის დიდ საკონცერტო დარბაზში იმღერა ცოცხლად და არა ფონოგრამით;

2. ვწუხვარ, რომ ქართული ესტრადის ფონოგრამაზე გაწაფული წარმომადგენლები ვერ (ან შეგნებულად არ) ასხვავებენ ერთმანეთისგან ფონოგრამას და ეთერში გასაშვებ დამუშვებულ ვიდეოს, რა დროსაც მუშავდება მათ შორის ხმაც და ხდება მონტაჟი, რა დროსაც შესაძლებელი ეთერში გამოსახულების და ხმის აცდენა;
3. 
არ მივიჩნევთ შესაძლებლად, მომავალში რაიმე სახით ვითანამშრომლოთ იმ პირებთან, ვინც არხი პრაქტიკულად თაღლითობაში დაადანაშაულა. შესაბამისად, "ბრავოს" ხვალინდელი ეთერიდან არხის გადაწყვეტილებით მოიხსნა პარლამენტის წევრი, ბატონი goga khachidze
4. 
თუ რაიმე ეჭვები კიდევ არსებობს უნიჭიერესი ქალბატონი ამალიას შესაძლებლობების შესახებ, უყურეთ ოთხშაბათს "სხვა შუადღეს".
ps 
ეს პირადად ჩემგან: მომღერალმა და არამომღერალმა ქართველმა ლუზერებმა 2 დღეც ვერ აიტანეს არსაიდან მოსული ნიჭიერი ქალის პოპულარობა. სამარცხვინო ბოღმები.

No comments:

Post a Comment