Pages
(Move to ...)
პოლიტიკა
ეკონომიკა
სპორტი
რეგიონი
მსოფლიო
კონტაქტი
▼
ნაციონალური მოძრაობა ჩვეულებრივი პარტია არ არის, ის მაფიოზური დაჯგუფებაა „ფარული ნაციონალები ყველგან არიან-ხელისუფლებაში, მედიაში, სკოლებში, სამეცნიერო წრეებში...“
ყოფილი
ძალოვანის და ექსპერტის , გიორგი თავდგირიძის განცხადებით ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებულია საზოგადოების მომზადება , მიმდინარეობს საინფორმაციო შეტევა და პრობლემების შეგროვება და ამ საქმეში ღია და ფარული ნაციონალები არიან ჩართული . თავდგირიძე ამბობს , რომ ნაციონალური მოძრაობა ჩვეულებრივი პარტია არ არის , ის მაფიოზური დაჯგუფებაა და მათ ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის უამრავი მეთოდის გამოყენება შეუძლიათ . „ ფარული ნაციონალები ყველგან არიან მედიაში , სკოლებში , სამეცნიერო წრეებში ... მათ ძალიან ბევრი უჭერს მხარს . მთელი ამ წლების მანძილზე მიდიოდა პიარი , ამტკიცებდნენ , რომ ქვეყანას აშენებდნენ , ეკონომიკა ვითარდებოდა , მიდიოდნენ ევროპისკენ , ოცნების კოშკებს აგებდნენ - ეს ყველაფერი არარეალური იყო , მაგრამ ლამაზად მოსასმენი იყო . ეს ხალხის გონებაში დაილექა და მათ ჩათვალეს , რომ აქამდე სამოთხეში ცხოვრობდნენ , როდესაც პრობლემები დაგროვდება ნაციონალები ამ ხალხს „ მასოვკისთვის “ გამოიყენებენ . ქვეყანაში უამრავი პრობლემაა , ხელისუფლებამ რაც შეიძლება მალე უნდა მოაგვაროს ეს ყველაფერი , წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეექმნებათ პრობლემები “ - განუცხადა თავდგირიძემ „ ახალ თაობას “
წყარო „ ახალი თაობა “
No comments:
Post a Comment