Pages

▼

22 September 2014

ტელეკომპანია „დია“ პარალიზებულია

ტელეკომპანია „დია“-ს საინფორმაციო სამსახურმა და თოქ-შოუებმა მუშაობა შეწყვიტეს.
 ამის მიზეზი კომპანიიდან თანამშრომლების სრული შემადგენლობით წასვლა გახდა. „დია“-ს ყოფილმა თანამშრომლებმა აღნიშნული შესახებ ინფორმაცია დღეს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერეს.
 როგორც ტელეკომპანის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ნინო ჩიბჩიური განმარტავს, მათ „დია“-ს ხელმძღვანელობა კაბალური ხელშეკრულების გაფორმებას სთხოვდა, რომელიც საქართველოს შრომის კოდექსთან წინააღმდეგობაში მოდის.
 ჩიბჩიური ერთ-ერთ ინციდენტზეც საუბრობს. მისი თქმით, „დია“-ს ხელმძღვანელის მეუღლე ორი დღის წინ ტელეკომპანიაში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
 მისი განცხადებით, სწორედ ეს გახდა ტელეკომპანიიდან თანამშრომლების წამოსვლი მიზეზი.
 „დია“-ს საიას გორის ოფისსაც მიმართეს. როგორც იურისტი  საუბრისას ამბობს, ადგილი აქვს ადამიანის უფლებების დარღევას.

თავად ბრალდებების ადრესატი  სატელეფონო ზარებს დილიდან არ პასუხობს. ჩვენი კორესპონდენტი ტელეკომპანია „დია“-ში მივიდა, თუმცა უფროსი სამსახურში არ იმყოფებოდა.

No comments:

Post a Comment