Pages

▼

20 September 2014

თბილისს კიდევ ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატება

თბილისს მალე კიდევ ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატება. გუდიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სასტუმრო „რიქსოსის“ სამშენებლო სამუშაოები დავით ნარმანიამ დაათვალიერა.
სასტუმროს მშენებლობაში 100 მლნ დოლარის ისრაელის ინვესტიცია განხორციელდება. თანამედროვე არქიტექტურის სასტუმროში 60 აპარტამენტი განთავსდება. მის ერთ–ერთ სართულზე მსოფლიოში აღიარებული ბრენდების 40–მდე ბუტიკ – მაღაზიის გახსნა იგეგმება. ნარმანიამ "რიქსოსთან" მშენებარე სამუზეუმო ფართიც დაათვალიერა. მუზეუმი გალერეებს და საგამოფენო დარბაზებს გააერთიანებს.
"რიქსოსის" ბრენდის ქვეშ სასტუმროები ბათუმში და ლიკანში შენდება.


წყარო: www.bpi.ge

No comments:

Post a Comment