22 September 2014

სააკაშვილის შემდეგ, ქონება შესაძლოა დაუყადაღონ შვედეთის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრს - საქართველოსთან კორუფციული გარიგებებისთვის!

მიხეილ სააკაშვილის გარშემო ატეხილ ხმაურს, რომელიც მისი ქონების დაყადაღებას უკავშირდება და რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ არის ინიცირებული, შესაძლოა ახალი სკანდალი დაემატოს. საქმე ეხება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, აწ უკვე ყოფილს - კარლ ბილდტს. იგი კორუფციაში არის მხილებული და შესაძლოა, ციხე ვერ ასცდეს. რაც ყველაზე საინტერესოა, ბილდტს ბრალი წაეყენა მიხეილ სააკაშვილთან “კრიმინალური“ ურთიერთობის გამო.

კრიმინალური კი მათ ურთიერთობაში იყო შემდეგი. მანამ, სანამ კარლ ბილდტი გახდებოდა შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი (ეს პოსტი მან 2006 წელს დაიკავა), 2004 წლიდან ხელმძღვანელობდა პიარ სააგენტო  Kreab-ს. ამ სააგენტომ 2006 წელს დაიწყო მოლაპარაკება საქართველოს იმ დროინდელ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან. სააგენტოს დახმარება უნდა აღმოეჩინა საქართველოს ხელისუფლებისთვს და დახმარებოდა მას საჭირო პოლიტიკოსებთან კონტაქტების დამყარებაში.

კარლ ბილდტმა პიარ სააგენტოს თავმჯდომარის პოსტი 2006 წლის სექტემბერში დატოვა, ხოლო ნოემბერში მისმა სააგენტომ ხელშეკრულება გაუფორმა საქართველოს ხელისუფლებას, მომსახურების გაწევა კი წლის დეკემბრიდან დაიწყო.

ერთი წლის შემდეგ, 2007 წლის ნოემბერში საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა სასტიკად დაარბია ოპოზიციის მიტინგი და დახურა “იმედის“ ტელეარხი. წესით ამას მნიშვნელოვნად უნდა შეერყია სააკაშვილის იმიჯი ევროპაში, მაგრამ პიარ სააგენტოებმა  სერიოზულად იმუშავეს. ტყუილად არა -

2007 წლის დეკემბრიდან 2008 წლის დეკემბრამდე ფირმა Kreab-მა საქართველოს მთავრობისგან მიიღო დაახლოებით 880 ათასი ევრო. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის არჩევნები მრავალრიცხოვანი დარღვევებით ჩატარდა, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი გამოვიდა საჯარო განცხადებით საქართველოში დემოკრატიის დიდი მიღწევის თაობაზე. ამ დროს, შვედეთის ელჩმა საქართველოში, ჰანს გუნან ადელმა, შევდეთის მთავრობას აცნობა საქართველოში არსებული დარღვეევბის შესახებ, მაგრამ კარლ ბილდტის  მოთხოვნით ელჩი გაწვეულ იქნა საქართველოდან სტოკჰოლმში და მოხსნილი თანამდებობიდან.
პიარ სააგენტოსა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობა შეწყდა 2008 წელს, მას მერე, რაც ქართულმა მხარემ აღარ გადაუხიდა 2008 წლის იანვარ-თებერვლის ჰონორარი.


თავად კარლ ბილდტი თავის ბრალს აღნიშნულ კორუფციაში უარყოფს, თუმცა ასე არ ფიქრობს თავად შევდეთის მთავრობა. 14 სექტემბერს შვედეთში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლების სათავეშია ახალი ძალა მოვიდა. ამ ეტაპზე შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ადვოკატების აყვანით არის დაკავებული. არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილის მსგავსად, მასაც დაუყადაღონ ქონება... პოლიტიკურ-კორუფციული გარეგებებისთვის.

No comments:

Post a Comment