„კანონის
წინაშე ყველა თანასწორია“ - გიგი
უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით დღეს დილით მთავრობის
სხდომის დაწყებამდე კომენტარები
უკვე გაკეთდა.
მინისტრების
თმქით, ეს
უშუალოდ სამართალდამცველების საქმეა. შინაგან
საქმეთა მინისტრმა
მედიასთან ამ თემაზე საუბარს თავი
აარიდა.
რაც
შეეხება თავად მთავრობის სხდომას, უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით შეხვედრაზე განცხადებები არ
გაკეთებულა.
„საგამოძიებო
ორგანოებს უგულავას დაკავების საფუძველი ჰქონდათ. ნებისმიერი
თანამდებობის პირი კანონის წინაშე
თანასწორია, მორატორიუმი კი საკანონმდებლო ნორმა
არ არის“, - განაცხადა დავით
დარახველიძემ.
ფინანსთა
მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს 12:00 საათზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძოებო სამსახური განცახდებას გააკეთებს.

No comments:
Post a Comment