ე.წ. ნავთლუღის საქმეზე
მიმდინარე პროცესზე მოსამართლემ ბაჩო ახალაიას ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკამყოფილა
და თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილების გამოცხადების
შემდეგ განცხადება ბრალდებულმა გააკეთა. ბაჩო ახალაიამ გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივზე
ისაუბრა და მომხდარში ივანიშვილი და ღარიბაშვილი დაადანაშაულა. ამის შემდეგ ბაჩო ახალაიამ
სასამართლო პროცესი დატოვა. შეგახსენებთ, რომ დაცვის მხარემ მოსამართლეს ბაჩანა ახალასთვის
აღმკვეთი ღონისძიების პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლების შუამდგომლობით მიმართა.
წყარო: www.pirveliradio.ge
No comments:
Post a Comment