Pages

03 July 2014

ენმ უგულავას დაკავებას „ოლიგარქ ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებად“ და წინასაარჩევნოდ პარტიის „პოლიტიკურ დევნად“ აფასებს

„ენმ-ის ლიდერი და საარჩევნო კამპანიის მმართველი გიგი უგულავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ დილით დააკავეს, სანამ კიევში რამდენიმე საათით გაემგზავრებოდა. პოლიციამ  ბატონი უგულავა  "აუცილებლობის“ მოტივით დააკავა, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ სასამართლომ ცალსახად განაცხადა უარი პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე მისთვის პასპორტის ჩამორთმევის შესახებ. აეროპორტში ბატონ უგულავას თან ახლდნენ მედიის წარმომაგდგენლები, რომელთაც მან უკან დასაბრუნებელი ბილეთი წარუდგინა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ბატონი უგულავას დაპატიმრება მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურის გამართვამდე მიზნად ისახავს საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის დისკრედიტაციასა და ბრძოლისუნარიანობის დაქვეითებას და წარმოადგენს საქართველოს მთავრობის იმ გეგმის ნაწილს, რომელიც ენმ-ის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და დევნაში გამოიხატება. ამასთანავე, უგულავას დაკავება არის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პერსონალური გადაწყვეტილება, რომელიც კვლავ რჩება ქვეყანაში გადაწყვეტილეებების მთავარ მიმღებად, მიუხედავად იმისა, რომ დატოვა ოფიციალური თანამდებობა“ – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხდებაში.

No comments:

Post a Comment