ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლების ფაქტზე გიგი უგულავას ბრალი წარედგინა.
საქმე ეხება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაფინანსების საქმეს, რაზეც უკვე დაკავებულია გიგი უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი:
“უგულავა როგორც დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი, სხვა წევრებთან ერთად, მათ შორის გიორგი ღონიაშვილთან და ალექსანდრე გოგოხიასთან ერთად ახორციელებდა ე.წ. შავი ფულის უკანონოდ შემოტანას, რაც უნდა მოხმარებოდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაფინანსებას”, – განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის უფროსმა.
მისივე ინფორმაციით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე–2 და მე–3 ნაწილებით რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9–დან 11 წლამდე ვადით

No comments:
Post a Comment