Pages

01 July 2014

ქართული ოცნების რუსთავის მერობის კანდიდატმა დავით ჯიქიამ საარჩევნო კამპანია დაიწყო.

ქართული ოცნების მერობის კანდიდატი რუსთავში დავით ჯიქია არჩევნების მეორე ტურისთვის წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. აქტიური კამპანიის პირველ დღეს დავით ჯიქია რუსთვის მე-19 და მე-15 მიკრორაიონების, ასევე ტაშკენტის და მეგობრობის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.  როგორც ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან საუბრისას განაცხადა, ყველა ის დაპირება, რომელსაც ხელისუფლება არჩევნების წინ იძლევა, რეალურად შესრულებადია. ,,პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო რუსთაველებს 15 ივნისის არჩევნებში მონაწილეობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ხელისუფლების და პირადად ჩემს მიმართ გამოხტეს. სამწუხაროა, რომ 15 ივნისის არჩევნები არ გამოირჩეოდა ამომრჩევლების მაღალი აქტივობით,მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ მეორე ტურში ეს აღარ განმეორდება, რადგან რუსთაველებმა ახლა უკვე ზუსტად იციან, თუ როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული მათგანის ხმას ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას იმას, რისი გაკეთებაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შეგვიძლია და არ ჩამოვდივართ ფსონს არარეალური დაპირებებით ამომრჩევლის მოტყუებაზე.“-განაცხადა ქართული ოცნების რუსთავის მერობის კანდიდატმა. 

No comments:

Post a Comment