Pages

02 July 2014

იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა

იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა.
როგორც "აქცენტს" ბავშვის დედამ განუცხადა, "მისი შვილი კლინიკაში ლეიკემიის დიაგნოზით იყო მოთავსებული".
"ჩემი შვილი 4 წლისაა, ლეიკემიის მწვავე დიაგნოზით მოვათავსეთ იაშვილის კლინიკაში. ბავშვმა ბევრი რამ გადაიტანა, მათ შორის ქიმიო თერაპიის რამდნეიმე კურსი. მას შემდეგ, რაც კლინიკაში ბოლო გადასხმა გავიკეთეთ, რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ბავშვი შეუძლოდ გახდა. ექიმები მიმტკიცებდნენ, რომ ეს პრეპარატის ინტოქსიკაციით იყო გამოწვეული, თუმცა ჩემი დაჟინებული მოთხოვნით გადამოწმდა C ჰეპატიტზე და სამწუხაროდ, დაუდგინდა. ამის მერე კი დაიწყეს შფოთვა ექიმება", - განაცხადა ბავშის დედამ.
მისივე თქმით, "სისხლი, რომელიც ბავშვს გადაუსხეს, "სისხლის ბანკიდან" იყო მიტანილი".
"მე ჯანდაცვის სამინისტროში საჩივარი მაქვს შეტანილი, პირველ რიგში გამოძიებულ იქნას ეს ფაქტი. იმ შემთხვევაში, თუ საქმეში "სისხლის ბანკის" დანაშაული არ გამოიკვეთა, მოვითხოვ, კლინიკის სტაციონალური პირობები გადამოწმდეს", - განაცხადა ბავშის დედამ.


წყარო: www.accent.com.ge

No comments:

Post a Comment