ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას 12:00 საათზე გააკეთებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დღეს დილით თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს. დაკავების მიზეზად უკანონო შემოსავლების ლეგალიზება სახელდება. ამჟამად უგულავა ე.წ. მოდულის შენობაშია გადაყვანილი.
ამასთან, გიგი უგულავა, 4 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იყო დაბარებული.

No comments:
Post a Comment