საქართველო Forbes-ის უკრაინული გამოცემის ყურადღების ცენტრში მოხვდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით , გავლენიანი გამოცემის მონაცემებით, 2014 წელს, იანვრიდან მაისის ჩათვლით, საქართველოს 50 ათასამდე უკრაინელი ტურისტი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით მეტია.
Forbes-ის ჟურნალისტი სტატიაში ყურადღებას ამახვილებს კიევში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ პრეზენტაციაზე. ღონისძიებაზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზრდასა და ახალ პროგრამებზე იყო საუბარი.
Forbes
ტურიზმის
ეროვნული
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი სიგუას განცხადებას ავრცელებს: "უკრაინელები საქართველოში თავს ისე გრძნობენ როგორც საკუთარ სახლში, თუ თქვენ თბილისის მთავარ ქუჩებს ეწვევით, უკრაინის უამრავ დროშას და სიმბოლოს იხილავთ, ეს კიდევ ერთი დადასტურება, რომ ქართველები უკრაინას და უკრაინელებს მხარს უჭერენ"; "უკრაინელ სტუმრებს საქართველოში ხელგაშლილი ვეპატიჟებით, მათთვის რაც შეიძლება ყველაფერს ვაკეთებთ. ვქმნით ახალ ტურისტულ პროდუქტებს. ავიაბაზარზე ვიწვევთ კომპანებს. მაგალითად, "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა" და "დნეპროავიამ" კიევიდან, დნეპროპეტროვსკიდან და ხარკოვიდან საქართველოს ქალაქების მიმართულებით რეისების რაოდენობა გაზარდეს. ახალი რეისები დაამატა ავიაკომპანია Wizz Air-მა. შემოვიდა ახალი ავიაკომპანია YANAIR, რომელიც თბილისისა და ბათუმის მიმართულებით რეისებს შეასრულებს", - აცხადებს სიგუა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, 2014 წლის სეზონზე ტურისტების ძირითადი ნაკადი აჭარასა და სამეგრელოში განაწილდება. მისივე თქმით, წელს ამ რეგიონებში მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებები და ფესტივალები გაიმართება.
მისივე ინფორმაციით, სამეგრელოსა და სვანეთში დაგეგმილია ნაკლებად ცნობილი, მაგრამ მიმზიდველი ტურისტული მარშრუტების განვითარება.
ჟურნალი Forbes უკრაინაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის, მიხეილ უკლებას განცხადების ციტირებას ახდენს: "უკრაინა მე-5 ადგილას არის ტოპათეული ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეები საქართველოს სტუმრობენ", - აცხადებს ელჩი.
მისივე თქმით, უკრაინიდან ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება.

No comments:
Post a Comment