ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
(IDFI) აგრძელებს
საჯარო
დაწესებულებებიდან
მოწოდებული
სხვადასხვა
სახის
ინფორმაციის
გამოქვეყნებას.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირებზე 2013 წელს პრემიის
სახით
სულ
გაცემულია
148 990 ლარი.
უშიშროების
საბჭოს
ყოფილ
მდივანს
გიგა
ბოკერიას
2013 წელს
(იანვარი-ნოემბერი) მიღებული აქვს 30 400 ლარის ოდენობის პრემია, ხოლო ირინე იმერლიშვილმა დეკემბრის თვეში
პრემიის
სახით
მიიღო
3540 ლარი.
აპარატის
ბალანსზე
ირიცხება
6 ავტომობილი,
რომელთა
საერთო
ნარჩენი
ღირებულება
შეადგენს 233 408.2 ლარს. 2013 წელს უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირების მიერ ქვეყნის
გარეთ
განხორციელებულ
ოფიციალურ
და
სამუშაო
ვიზიტებზე
დახარჯულია
99 485.25 ლარი,
აღნიშნული
თანხიდან
59 456 ლარი
შეადგენს
გიგა
ბოკერიას
სამივლინებო
ხარჯებს.
2013 წელს საქართველოს
ინტელექტუალური
საკუთრების
ეროვნული
ცენტრის „საქპატენტი“ მიერ ინტელექტუალური საკუთრების დამცავი
დოკუმენტების
გაცემით
მიღებულმა
შემოსავალმა
შეადგინა
6 836 400 ლარი.
ცენტრში
გასულ
წელს
შრომის
ანაზღაურებაზე
გაწეულია
3 327 400 ლარის
ხარჯი.
2014 წლის
პირველი
იანვრის
მდგომარეობით
საშტატო
ნუსხით
ცენტრის
თანამშრომელთა
რაოდენობა
განსაზღვრულია
104 ერთეულით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან - „საქსტატიდან“ მიღებული
დოკუმენტაციის
მიხედვით
2012 წლიდან
შეინიშნება
სტატისტიკის
ეროვნულ
სამსახურში
დასაქმებულთა
რაოდენობის
ზრდის
ტენდენცია.
დაწესებულებაში
2012 წლის1იანვრისთვის
მოქმედი
საშტატო
ნუსხით
განსაზღვრულიიყო
149 თანამშრომელი
(აქედან
ცენტრალურ
აპარატში
- 96 თანამშრომელი),
ხოლო
2014 წლის
1 იანვრის
მდგომარეობით
- 211 თანამშრომელი
(აქედან
ცენტრალურ
აპარატში
- 156 თანამშრომელი).
„საქსტატში“
მაქსიმალური
თანამდებობრივი
სარგო
შეადგენს
2 900 ლარს, ხოლო მინიმალური - 600 ლარს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მსგავსად, საქართველოს ეროვნულ ბანკშიც 2012 წლიდან შეინიშნება
დასაქმებულთა
რაოდენობის
ზრდის
ტენდენცია.
დაწესებულებაში
2012 წლის6თებერვლის
საშტატო
ნუსხით
განსაზღვრული
იყო
308 თანამშრომელი,ხოლო
2014 წლის
მარტისთვის
მოქმედი
საშტატო
ნუსხის
მიხედვით
ეროვნულ
ბანკს
342 თანამშრომელი
ჰყავს. 2014 წლის მარტის თვის მონაცემებით ბანკის ბალანსზე სხვადასხვა წელს შეძენილი 31 სატრანსპორტო საშუალება ირიცხება,
რომელთა
შესყიდვის
ფასი
შეადგენს
ჯამში
1 765 435 ლარს,
მათი
ნარჩენი
ღირებულება
კი
624 598 ლარია.
გასულ
წელს
ბანკმა
49 857 ლარად
შეფასებული
Audi A6 მარკის
ავტომობილი
67 383.90 ლარი
ღირებულების
Toyota Camri-ით ჩაანაცვლა. ამასთან, ეროვნულ ბაკში 2013 წელს თანამდებობის პირების სამივლინებო
ხარჯებისთვის
გაიცა
148 797 ლარი, ხოლო წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის - 144 101 ლარი.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2013 წლის ბიუჯეტის
შესრულების
წლიური
ანგარიშიდან
ირკვევა,
რომ 2013 წელს სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 6 185 განცხადება შევიდა.
აქედან
დასაშვებად
იქნა
ცნობილი
4 613 განცხადება,
დაუშვებლად
- 1 024, მართლმსაჯულების
დეპარტამენტს
გადაეცა
1 839
განცხადება, პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს - 2 041, ბავშვთა
ცენტრს
- 125, შეზღუდული
შესაძლებლობების
მქონე
პირთა
ცენტრს
- 116 განცხადება,
გენდერულ
თანასწორობათა
დეპარტამენტს
- 102, ხოლო
რეგიონალურ
სამმართველოს
390.
IDFI-ისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის მანძილზე
სახალხო
დამცველის
მიერ ქვეყნის
გარეთ განხორციელებულ 10 ოფიციალურ
და სამუშაო ვიზიტზე 8 937.95 ლარი დაიხარჯა,
მის
„როუმინგულ“
მომსახურებაზე
კი
11 808.43 ლარი.
სახალხო
დამცველის
აპარატის
მიერ
გასულ
წელს
გაწეულმა
წარმომადგენლობითმა
ხარჯმა
შეადგინა
17 391 ლარი.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2013 წლის განმავლობაში გადაუდებელი აუცილებლობით
28 შესყიდვა
განახორციელა,
რისთვისაც
ჯამში
86 797 ლარი
დაიხარჯა. ბიუროში გასულ წელს "როუმინგულ“ მომსახურებაზე დახარჯულ იქნა
3 560 ლარი,
ხოლო
თანამდებობის
პირების
მიერ
ქვეყნის
გარეთ
მივლინებებზე
გაწეულმა
ხარჯმა
35 774.81 ლარი
შეადგინა.

No comments:
Post a Comment