ტელეკომპანია "ტაბულა" შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ჩხუბის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს. ინციდენტს ტელევიზიის გადამღები ჯგუფი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე შემთხვევით შეესწრო. "გადამღებ ჯგუფს მათ მოსთხოვეს, არ გადაეღოთ, რადგან "ჩვენ გვაქვს მეგობრული საუბარი",- წერს "ტაბულა". ჩხუბის კადრებში არიან პოლიციის მაიორი რამაზ კაკალაშვილი, ასევე, პირები - გივი გამეზარდაშვილი, გიორგი აფციაური, ირაკლი დარახველიძე. ვიდეომასალაში კარგად ისმის, რომ ერთ ერთი პოლიციელი რამაზ კაკალაშვილი შეურაცხყოფას აყენებს შსს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს.
No comments:
Post a Comment