Pages

25 June 2014

27 ივნისს თბილისში გრანდიოზული კონცერტი გაიმართება

27 ივნისს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში ქართველი ხალხის მთავარ გზავნილსჩაიტანს, რომლითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს ევროპული გზა არის ჩვენი ურყევი ნება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ნინო კობახიძემ ასოცირების ხელშეკრულების დღესთან დაკავშირებით თბილისში დაგეგმილ საზეიმო კონცერტთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც 20:30 საათზე ევროპის მოედანზე გაიმართება.

მისი განმარტებით, გრანდიოზულ კონცერტში მონაწილეობას უცხოეთში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავები და ქართული ესტრადის მომღერლები მიიღებენ . კონცერტს ბრიუსელიდან დაბრუნებული სამთავრობო დელეგაციაშეუერთდება. მოსახლეობას სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიმართავენ.

„ჩვენი სურვილია, სრულიად საქართველოსთან ერთად გავიზიაროთ ეს სიხარული, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს ახლავს. ამ დღესთან დაკავშირებით 28 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბათუმში მიღებას გამართავს, რომელზეც დიპლომატიური კორპუსი იქნება მოწვეული", - აღნიშნა ნინო კობახიძემ.



No comments:

Post a Comment