Pages

18 June 2014

მსოფლიოს 25 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი

ფეხბურთის ობსერვატორიის საერთაშორისო ცენტრმა 2014 წლის მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე ძვირად ღირებული მოქმედი ფეხბურთელების სიაა წარმოდგენილი.
სია 25 ფეხბურთელისგან შედგება და 5 საფეხბურთო ლიგას (ესპანეთი, ინგლისი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი) მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ ამ სიაში ინგლისის პრემიერლიგიდან 11 ფეხბურთელია შესული, ესპანეთიდან - 8, ხოლო საფრანგეთიდან, იტალიიდან და გერმანიიდან - 2.
ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეების სიის პირველ 5-ეულს ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო, ლუის სუარესი, ედენ აზარი და ნეიმარი წარმოადგენენ.

ასევე, აღსანიშნავია, რომ სიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, 19 წლის რაჰიმ სტერლინგია (ლივერპული), ხოლო ყველაზე ხნიერი - 30 წლის ანდრეს ინიესტა (ბარსელონა).

მაშ ასე, ყველაზე ძვირად ღირებული 25 ფეხბურთელის სია ასეთია:

ფეხბურთელი/ კლუბი/ ეროვნება/ სატრანსფერო ღირებულება

1. ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინა) - 272-317$ მილიონი 
2. კრიშტიანო რონალდო (რეალი, პორტუგალია) - 144-167 $ მილიონი 
3. ლუის სუარესი (ლივერპული, ურუგვაი) - 134-156 $ მილიონი
4. ედენ აზარი (ჩელსი, ბელგია) - 103-120 $ მილიონი
5. ნეიმარი (ბარსელონა, ბრაზილია) - 86-99 $ მილიონი
6. პოლ პოგბა (იუვენტუსი, საფრანგეთი) - 83-96 $ მილიონი
7. გარეთ ბეილი (რეალი, უელსი) - 80-92 $ მილიონი
8. მესუთ იოზილი (არსენალი, გერმანია) - 67-78 $ მილიონი
9. ედინსონ კავანი (პსჟ, ურუგვაი) - 65-76 $ მილიონი
10. მარიო გიოტცე (ბაიერნი, გერმანია) - 64-74 $ მილიონი
11. დიეგო კოშტა (ატლეტიკო, ესპანეთი) - 64-74 $ მილიონი
12. ოსკარი (ჩელსი, ბრაზილია) - 63-72 $ მილიონი
13. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი, არგენტინა) - 62-72 $ მილიონი
14. ისკო (რეალი, ესპანეთი) - 56-65 $მილიონი
15. რაჰიმ სტერლინგი (ლივერპული, ინგლისი) - 53-61 $ მილიონი
16. როს ბარკლი (ევერტონი, ინგლისი) - 50-58 $ მილიონი
17. თომას მიულერი (ბაიერნი, გერმანია) - 50-58 $ მილიონი
18. უეინ რუნი (მანჩესტერი, ინგლისი) - 50-58 $ მილიონი
19. დანიელ სტარიჯი (ლივერპული, ინგლისი) - 50-58 $ მილიონი
20. ანდრეს ინიესტა (ბარსელონა, ესპანეთი) - 50-58 $ მილიონი
21. მარიო ბალოტელი (მილანი, იტალია) - 48-56 $ მილიონი
22. რომელუ ლუკაკუ (ჩელსი, ბელგია) - 48-56 $ მილიონი
23. ხუან მატა (მანჩესტერ იუნაიტედი, ესპანეთი) - 47-54 $ მილიონი
24. სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა, ესპანეთი) - 47-54 $ მილიონი
25. ჯეიმს როდრიგესი (მონაკო, კოლუმბია) - 47-54 $ მილიონი

No comments:

Post a Comment