18 June 2015

პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერს უფასო ტაქსის მძღოლის დასაქმება დაავალა

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც სტიქიის აღმოსაფხვრელად მომუშავე მოხალისეებს საკუთარი მანქანით, უფასოდ ემსახურებოდა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმაც შეიტყო და თბილისის მერ, დავით ნარმანიას მისი დასაქმება დაავალა.

"24 წლის კაცი ვინმე გიორგი ლომიძე სრულიად უფასოდ ატარებს მგზავრებს. ეს ახალგაზრდა კაცი 2 წელია ტაქსის მძღოლად მუშაობს. თვითდასაქმებულია, გამორჩეული და მართლაც გამორჩეული კაცია.

რაც მთავარია ის არ ღებულობს არც თანხას და არც საწვავს. საწავავი მაინც მიეცით ამ კაცს. ასეთ კაცს სჭირდება დაფასება. ჩვენ უნდა ვეძებოთ ასეთი ადამინები და გამოვარჩიოთ საზოგადოებისგან.

No comments:

Post a Comment