20 May 2015

საქართველოს საიმიჯო რგოლი CNN-ისა და Euronews-ის ეთერში გადაიცემა (ვიდეო)

საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლი This is Life - ამ სახელწოდებით მსოფლიოს წამყვანი ტელეკომპანების ეთერით გადაიცემა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს რეკლამა Euronews-ზე 17 მაისიდან, CNN-ზე კი 18 მაისიდან გადის. 30-წამიანი საიმიჯო რგოლი CNN-ისა და Euronews-ის მრავალმილიონიან მაყურებლებს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს აცნობს.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ ძალიან ეფექტური შედეგი ექნება რეკლამას, რომელიც 21 კვირის განმავლობაში იტრიალებს Euronews-ზე. Euronews-ს 400-მილიონიანი აუდიტორია ჰყავს, მაუწყებლობს 14 ენაზე 155 ქვეყანაში.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო მომზადება ზაფხულის ტურისტული სეზონისათვის. დაიწყო აქტიური მარკეტინგული კამპანიები აზერბაიჯანში, თურქეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, ბელარუსში, ლატვიაში, უნგრეთში, ისრაელში, რუსეთში. ამასთანავე იგეგმება დამატებით მრავალი გაცნობითი ტურები წამყვანი საერთაშორისო ჟურნალისტებისა და ტურ-ოპერატორებისათვის.
2015 წელს საზღვარგარეთ ზაფხულის მარკეტინგული კამპანიებისთვის ბოლო წლებთან შედარებით ბევრად მაღალი თანხა, კერძოდ 8 000 000 ლარი დაიხარჯება.


No comments:

Post a Comment