ეს და სხვა ციტატები, სააკაშვილის სიტყვით გამოსვლიდან, 15 მაისს ,,უკრინფორმის,, გარდა სხვა უკრაინულმა სააგენტოებმაც გააშუქეს მსგავსი სათაურებით ,,სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში რეფორმების პოლიტიკურ ნებას ვერ ხედავს,, ამ თემაზე ინფორმაცია გავიდა სააგენტო ,,თაიმერზეც,,
სწორედ ზემოთმოყვანილ ციტატებზე და სათაურზე მოახდინა რეაგირება მიხეილ სააკაშვილმა იმავე დღეს, 15 მაისს ღამის საათებში… კერძოდ ,,ფეისბუქისა,, და ,,ტვიტერის,, საკუთარი გვერდების მეშვეობით, მიხეილ სააკაშვილმა რეფორმების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს სახელით ამ ციტატებს სიყალბე უწოდა…
,,რეფორმების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭო აცხადებს, რომ ეს ციტატები სიყალბეა და ჩვენ ვწუხვართ, რომ მოწინავე უკრაინული სააგენტოები მსგავს ინფორმაციას ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ავრცელებენ,, განაცხადას სააკაშვილმა სოციალური ქსელით.
მიხეილ სააკაშვილს უკრაინულმა სააგენტომ ,,უკრინფორმა,, მეორე დღესვე, შაბათს 16 მაისს, მისი სიტყვების დამადასტურებელი ვიდეოკადრების გავრცელებით უპასუხა.


No comments:
Post a Comment