როგორც პაქსაძე ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ ტელეკომპანია უახლოეს დღეებში არ აღასრულებს სასამართლო განაჩენს და ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდლის კობა კობალაძის პატივისა და ღირსების შელახვისათვის ბოდიშის შემცველ სიუჟეტს არ გაუშვებს სატელევიზიო ეთერში, ეს შეფასდება, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული.
„პატივისა და ღირსების შელახვისთვის ბოდიშის მოხდას კანონი აღარ ითვალისწინებს. შესაბამისად, რუსთავი2"-ს დაევალა, მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებით 2014 წლის 1 თებერვალს გასული სიუჟეტითგავრცელებული ინფორმაციის უარყოფა. რაც შეეხება მილიონი ლარის ფულად კომპენსაციას, რასაც ჩემიდაცვის ქვეშ მყოფი ითხოვდა, იმ არგუმენტით, რომ საზოგადოებას მოსამართლის გადაწყვეტილება სიტყვისთავისუფლების შეზღუდვად არ შეეფასებინა, „რუსთავი 2"-ს მხოლოდ 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
სასამართლო განხილვისას მოსარჩელე მხარემ მოსამართლეს „რუსთავი 2"-ის ფინანსური მდგომარეობისშესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომლის მიხედვითაც მარტო 2014 წელს ტელეკომპანიის შემოსავალმა 34მილიონი ლარი შეადგინა. როდესაც ადამიანს, რომელმაც თითქმის ყველა ომი გამოიარა, რომელმაც უამრავიახლობელი ადამიანი დაკარგა, რუსეთიდან მართულობას აბრალებ, ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს", -აცხადებს ემზარ პაქსაძე.
No comments:
Post a Comment