11 December 2014

„კვიტაშვილი აფთიაქის „ბარიგაა", სპეკულიანტია“ – უკრაინელი საზოგადო მოღვაწე ჯანდაცვის ახალ მინისტრს აკრიტიკებს

კვიტაშვილი ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების გეგმას ვერასდროს წარადგენს, რადგან იგი, უბრალოდ, აფთიაქის „ბარიგაა", სპეკულიანტია - ამის შესახებ „Ukrainian National News" –ს უკრაინელმა ადვოკატმა და საზოგადო მოღვაწემ ტატიანა მონტიანმა განუცხადა, ის სააგენტოსათვის ექსკლუზიურად გაკეთებულ კომენტარში, ჯანდაცვის მინისტრს აკრიტიკებს და აცახდებს, რომ ალექსანდრე კვიტაშვილს კოლექტივისათვის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების გეგმა დღემდე არ წარუდგენია. – „ალექსანდრე კვიტაშვილს დღემდე არაფერი უთქვამს რეფორმების გეგმებზე, არავინ არაფერი არ იცის. პირადად მე ვთვლი, რომ იგი ვერაფერს მიაღწევს, არაფერი არ გამოუვა. მას არ აქვს უწყების რეფორმირების გეგმა და არც ექნება, რადგან საერთოდ ვერ ერკვევა, თუ რა ხდება ჩვენს მედიცინაში. იგი საქართველოში მუშაობდა და მის შესახებ თვალსაზრისები უკიდურესად წინააღმდეგობრივია. არ ვიცი, რა სქემებით მუშაობდა იგი თბილისში, მაგრამ როგორც მითხრეს, ალექსანდრე კვიტაშვილი, უბრალოდ, აფთიაქის „ბარიგაა" და სამედიცინო განათლებაც კი არ ჰქონია", - განაცხადა ტატიანა მონტიანმა.
მისივე თქმით, უკრაინელი ექიმები ახალი მინისტრის დანიშვნის გამო შოკში ჩავარდნენ: „მე ექიმების მოსაზრებებს ვკითხულობ. ისინი დაშოკილები არიან... ალექსანდრე კვიტაშვილს ხომ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, თუ როგორ მუშაობს უკრაინის სამედიცინო სფერო! აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრი ტენდერებზე დაჯდება და [ფულს] გაუნაწილებს იმათ, ვინ იგი თანამდებობაზე დანიშნა".– აცხადებს უკრაინელი საზოგადო მორვაწე.


წყარო: „Ukrainian National News"

No comments:

Post a Comment