26 December 2014

პრემიერ-მინისტრი მომავალი წლიდან მასწავლებლების ხელფასების 70%-ით ეტაპობრივი ზრდის დაპირებას იძლევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი განათლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მასწავლებლების ხელფასების ზრდას ასახელებს და მომავალი წლიდან მისი 70%-ით ეტაპობრივი ზრდის დაპირებას იძლევა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, „ხელისუფლება და განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან პროფესიული განათლების განვითარების კუთხით“.
„არც განათლების სფერო დარჩენილა ჩვენი ყურადღების მიღმა, ჩვენი ერთ-ერთი მთავრი მიზანი არის, რომ მასწვალებლებს შესაბამისი ანაზღაურება ჰქონდეთ. ჩვენ 2 წლის წინ გავზარდეთ ხელფასები, თუმცა ეს საკმარისი არ არის და მომავალში კიდევ გავზრდით,  საბაზო ხელფასი ეტაპობრივად 70 პროცენტით გაიზრდება.  თუ ეს სფერო არ განვითარდა, ვერ გავუწევთ კონკურენციას თანამედროვე გამოწვევებს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული სტრატეგია 2020 წლამდე. განათლების სისტემის განვითარება არ არის ერთი  და ორი წლის საქმე, ახლავე ვამზადებთ მყარ საფუძველს იმისათვის,  რომ რამდენიმე წელიწადში გვყავდეს თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი თაობა“-განაცხადა სქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

No comments:

Post a Comment