01 October 2014

პატრიარქს ძმა გარდაეცვალა

30 სექტემბერს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფროსი ძმა, ბერი გიორგი (ვიქტორ შიოლაშვილი).

იგი დაიბადა 1929 წლის 11 დეკემბერს, ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში, იყო მეექვსე შვილი გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის მრავალშვილიანი ოჯახისა.

ვიქტორ შიოლაშვილი ცხოვრობდა .მცხეთაში, 1970 წლიდან მსახურებდა კათოლიკოს-პატრიარქთან. მეუღლისმარიამ ჩოჩოშვილის გარდაცვალების შემდეგ, 2013 წლის 4 სექტემბერს იგი აღიკვეცა ბერად და სახელად ეწოდა გიორგი, რის შემდეგაც განამწესეს მცხეთის წმ.გიორგის სახელობის მონასტერში.

ვიქტორ შიოლაშვილს ჰყავდა ორი შვილი, ხუთი შვილიშვილი და რვა შვილთაშვილი.


ბერ გიორგის 2ოქტომბერს, 14:00 სთ-ზე სამთავროს მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.

No comments:

Post a Comment