აქციაზე
რამდენიმე ინციდენტიც მოხდა. "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა, "თავისუფალი თაობის" წევრების მიმართულებით, პომიდორი ისროლეს და ორივე მხარის
წარმომადგენლებმა
ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ამის
შემდეგ, "თავისუფალი ზონისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებმა კვერცხები და წყლიანი პლასტმასის
ბოთლები ესროლეს. კვერცხების სროლას "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლების გაღიზიანება მოჰყვა. მათ პოლიციის ბარიკადის
გარღვევა სცადეს, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცველებმა
არ მისცეს. დღევანდელ აქციაზე "თავისუფალი თაობის" წევრებმა წყლით სავსე პრეზერვატივებიც ისროლეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა სწორედ ასე უნდა შეფასდეს.
ამასათანავე, სამართალდამცველებმა "თავისუფალი თაობის" წარმომადგენელი ზურაბ ბიგვავა დააკავეს. მისი დაკავება მას
შემდეგ მოხდა, რაც "თავისუფალი თაობის" წევრმა "თავისუფალი ზონის" აქციის მიმართულებით ცოცხი ისროლა. ბიგვავა აცხადებდა, რომ ცოცხი "ნაციონალური მოძრაობის"
მმართველობის სიმბოლოა.
აქციის
განმავლობაში პეკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებული იყო, რომელიც ცოტა
ხნის წინ აღდგა. პეკინის
ქ. N34-თან „თავისუფალი თაობის"
საპროტესტო აქცია დღეს 15:00 საათზე დაიწყო.
No comments:
Post a Comment