08 October 2014

აშშ-ში 4 წლის ბავშვმა 249 პაკეტი ჰეროინი ბაღში მიიტანა

ამერიკის შეერთებულ შტატებში   ბავშვთა ბაღის 4 წლის აღსაზრდელს ჩანთაში 249 პაკეტი ჰეროინი უპოვეს. ამის შესახებ foxnews იუწყება. მედიის ცნობით, შემთხვევა  აშშ-ის შტატ დელავერში, ქალაქ სელბივალში მოხდა, ნარკოდილერის 4 წლის ქალიშვილმა საბავშვო ბაღში სახლიდან მიტანილი ჰეროინის პაკეტები ბავშვებს  დაურიგა, რადგან როგორც გაირკვა  გოგონას პაკეტებში ტკბილეული ეგონა. ბაღის აღმზრდელმა საეჭვო თეთრი ფხვნილით სავსე პაკეტები დროულად შენიშნა და სამართალდამცველებს გამოუძახასაეჭვო თეთრი ფხვნილი ჰეროინი აღმოჩნდა. სამართალდამცავებმა გოგონას ზურგჩანთიდან  ჰეროინის 249 პაკეტი ამოიღეს, რომელიც საერთო ჯამში 4 გრამ ოპიატს შეიცავდა.
ნაპოვნი დიდი რაოდენობით ჰეროინის შემდეგ, პოლიციამ გოგონას დედა,  30 წლის ეშლი ტალი დააკავა, რომელსაც ბრალი საკუთარი ნარკოტიკის ბავშვისთვის გადაცემის ბრალდებით წარედგინა. როგორც გამოძიების შედეგად დადგინდაგოგონას ჰეროინი თავად დედამ შეცდომით მისცა. შინაურმა ცხოველმა გოგონას ჩანთა გახია და დედამ სანაცვლოდ ბაღში საკუთარი ზურგჩანთა გაატანა, ამასთან ზურგჩანთის ერთ-ერთ ჯიბეში ნარკოტიკების არსებობა დაავიწყდა.

დაკავებულ დედას 30 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

No comments:

Post a Comment