"რამდენიმე დღის წინ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის ძმამ დააყაჩარა ტაქსის მძღოლი. ეს ფაქტი არ გააშუქა არც ერთმა ტელევიზიამ. ეს პიროვნება, მე არ ვიცი ვინ არის, რომელიც ბრალდებული იყო ორი ადამიანის დაყაჩაღებაში, სასამართლომ გამოუშვა და დღეს მე ვერ მივიღებ ვერავისგან იმ ბრალდებას, თითქოს სასამართლო არ არის თავისუფალი. ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი იმისა, რომ სასამართლო არის თავისუფალი და თვითონ ბატონი კუბლაშვილის ნათქვამის ციტირებას მოვახდენ, რომ დღეს სასამართლო ისეთივე თავისუფალია, როგორც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. "ჟურნალისტზე თავდასხმა მოხდა და მე გაოგნებული ვარ პირდაპირ, არავითარი სოლიდარობა თქვენში არ ჩანს, თუმცა, გამოჩნდა სოლიდარობა იმ დროს, როდესაც თქვენი კოლეგის ძმამ დააყაჩაღა ორი ტაქსი. თქვენ სიმართლე ელაპარაკეთ ხალხს, მეგობრებო და შეწყვიტეთ სიცრუის ტირაჟირება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

No comments:
Post a Comment