როგორც “ალია” წერს, გამოცემას მორიგი წერილი ჩაუვარდა ხელში და თუკი ამ წერილის ავთენტურობა დამტკიცდება, ეს რეგიონალური სკანდალი იქნება.
ამ წერილიდან ირკვევა, რომ “ნაციონალების” ინეტერსებშია, რომ კავკასია და საქართველოს რუსეთთან კონფლიქტში ჩაებას და უკრაინის პარალელურად, საომარი ვითარება შეიქმნას რეგიონში, ეს გზა კი მათ მობრუნების შანსად მიაჩნიათ.
“უკრაინის ამბები ცხადყოფს, რომ დასავლეთი კი არის გამწარებული პუტინზე, მაგრამ მხოლოდ სანქციებს გაამკაცრებს და ალბათ, შეიარაღებას მისცემენ უკრაინას. არა მგონია, არ ესმოდეთ, რომ მარტო უკრაინის ბრძოლა განწირულია, ასევე, წესით უნდა ხვდებოდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი წინააღმდეგობები გაუჩნდეს პუტინს, ანუ გაიხსნას ახალი ფრონტები, ბევრი ცხელი წერტილი ჰქონდეს რუსეთს გარშემო. წესით, აქ არის ჩვენი შანსი, ხელისუფლებაში ჩვენი დაბრუნებით რუსეთს ცხელი წერტილები უჩნდება ჩრდილო კავკასიაში და სწორი, კარგი მუშაობით, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის. სანქციების პირობებში, შიდა ტერაქტების პირობებში, პუტინს დაენძრევა, ხუთ ფრონტზე ვერ იომებს. ყველაზე სასწაული და დაუჯერებელი უკვე ხდება, რუსეთი უტევს უკრაინას. დანარჩენი მოქმედებების წამოწყებას მხოლოდ საქართველოში ძლიერი და თავზეხელაღებული მთავრობა სჭირდება. შენ უკეთ იცი, ამერიკელებს ეს ესმით, უფრო აშინებს და აფრთხობს ჩვენს მიმართ, თუ პირიქით ჩვენს სასარგებლოდ განაწყობთ. წესით, უნდა აწყობდეთ. დასავლეთი რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში არ შევა. დასავლეთს თავი, რომ დავანებოთ, წესით, ეს უნდა ესმოდეს უკრაინას, რადგან ერთი ფრონტი რუსეთისთვის არაფერია და ალიევს, რადგან საყოველთაო არეულობაში, ეს მისი ერთადერთი შანსი იქნება. გამალებული მილიტარიზაცია ხომ რაღაცაში უნდა გამოიყენოს. სხვა შემთხვევაში, უკრაინის შემდეგ (როცა საქართველო პარალიზებული ჰყავს) ალიევი იქნება შემდეგი სამიზნე და მაგის ჩამოგდებას არაფერი უნდა, პირიქით დემოკრატიულ რევოლუციად მოინათლება. რაც არ უნდა უცნაურად და პარადოქსულად ჟღერდეს, დღეს ჩვენ რომ ვიყოთ ხელისუფლებაში, უკრაინას თავს რუსეთი ასე ვერ დაესხმებოდა, ჩრდილო კავკასიისა და აზერბაიჯანის კრუჩოკი ჩვენ ვართ, აქ კი, თავისთვის, იდეალური მთავრობა ჰყავს. მოკლედ, შორს რომ წავიდე, ფანდრაიზინგიც ამ ორი ქვეყნიდან უნდა მოხდეს და ამასაც შენს მეტი ვერავინ შეძლებს. დაახლოებით 50-70-მდე შეიძლება დასჭირდეს, რომ აქ საქმე იქამდე მივიდეს, სადამდეც საჭიროა. ეგ მაგათთვის ზღვაში წვეთია. აზერების დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, აზერბაიჯანიდან უნდა აფრინდეს ვერტმფრენი, რომელიც შენ სანტა-კლაუსივით თავისუფლების მოედანზე დაგსვამს. ხომ გახსოვს, მშვენივრად ჯდება… ჩვენი სწრაფი დაბრუნების და მერე ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი შანსია ყველაფრის არევა, რაც კი რუსეთს უკავშირდება. მგონი, რომ დასავლეთშიც უკვე ესმით, რომ სანამ პუტინი საჭესთან იქნება, სიმშვიდე არ ჩამოვარდება რეგიონში. ამ ყველაფრის მოქოქვის ტრაკი, ცხადია, მარტო შენ გაქვს. სხვას არც მასშტაბი აქვს და არც გაქანება ეყოფა ამისთვის. უკრაინელებსა და ალიევსაც, შენს მეტი ვერავინ დაარწმუნებს, მხარდაჭერის სხვა წყაროს მე ვერ ვხედავ. ჩვენს მეგობრებს (არ დავკონკრეტდები) ამ მასშტაბის სახსრები არ აქვთ… რაც შეეხება შენს მოსაზრებას, რომ ბოკერია იმიტომ გებრძვის(ოღინდ საერთოდ არ გებრძვის), რომ რევოლუციის პირობებში შენ იქნები ისევ ერთპიროვნული ლიდერი და ამის ეშინია, არ დაგიმალავ და ეგ მეც მაშინებს, თუმცა ამავდოულად ღრმად მწამს, რომ როგორც პრაგმატული ადამიანი, გააცნობიერებ, რომ შენ სახელი და დიდება სწორედ დემოკრატიულმა რეფორმება მოგიტანა, ხოლო, იქ სადაც სისტემა ავტორიტარული და ბრუტალური დატოვე, სწორედ მანდ გეტირა და გვეტირა ყოფა… მოკლედ, ამაზე მსჯელობის დრო, ალბათ, კიდევ ბევრი გექნება, მთავარი ისაა რაც მოგწერე“, – წერს გიგი უგულავა.
No comments:
Post a Comment