თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ,,გრანდს" წამოდგომაში სამაშველო სამსახური დაეხმარა. მასთან რჩებიან ინგლისელი ვეტექიმები.
ოპერაციის შემდეგ ,,გრანდის" გულისცემა და მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია, თუმცა პრობლემა ის იყო, რომ ,,გრანდს" ეძინა, ამ მდგომარეობაში კი ძილი მისთვის ძალიან სახიფათო იყო.
როგორც ცნობილია ჩვენი სპილო დაახლოებით 6 ტონას იწონის, ინგლისელი ვეტექიმების განმარტებით მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი ცხოველის სხეული მთელი სიმძიმით აწვება ფილტვებს. ამგვარი სიძლიერის დაწოლისგან იყო ფილტვების შეშუპების საშიშროება, რაც სუნთქვის შეჩერებას გამოიწვევდა.
,,გრანდის" თითქმის მთელი საქართველო გულშემატკივრობდა.

No comments:
Post a Comment