თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო ,,გრანდს", რომელსაც ყბის ძვალთან ახლოს ეშვები ჰქონდა მოტეხილი, ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა მისი ანესთეზიიდან გამოყვანა ვერ ხერხდება....
"ოპერაცია დასრულდა. მოტეხილ ეშვთან ერთად ექიმებმა ქვები, ხრეშისა და ქვიშის ნარჩენები და უზარმაზარი კისტა ამოიღეს, რომელიც ჩირქის წარმოქმნისა და მთელ ორგანიზმში ინფექციის გავრცელების წყარო იყო. ჯერ-ჯერობით გრანდის ანესთეზიიდან გამოყვანა ვერ ხერხდება.
ამ
წუთებში
ათობით
ადამიანი
იბრძვის
სპილოს
სიცოცხლის
გადასარჩენად..."
მოცემული მომენტისთვის მდგომარეობა ასეთია: გრანდის გულისცემა და მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია, ნარკოზის
მოქმედება
ამ
დროისთვის
მთლიანად
შეჩერებულია,
თუმცა
პრობლემა
ისაა,
რომ
გრანდს
სძინავს,
ამ
მდგომარეობაში
კი
ძილი
მისთვის
ძალიან
სახიფათოა.
ჩვენი
სპილო
დაახლოებით
6 ტონას
იწონის,
მწოლიარე
მდგომარეობაში
მყოფი
ცხოველის
სხეული
მთელი
სიმძიმით
აწვება
ფილტვებს.
ამგვარი
სიძლიერის
დაწოლამ
შეიძლება
ფილტვების
შეშუპება
და
სუნთქვის
შეჩერება
გამოიწვიოს.
სპილოს
ოპერაცია
10:00 საათიდან
მიმდინარეობს,
ანუ
სპილო
თითქმის
10 საათია
ერთ
პოზიციაში
წევს,
ამის
გამო
მისი
სხეული
დაბუჟებულია
და
დასუსტებულ
ცხოველს
წამოდგომა
უჭირს.
ამ
წუთებში
ინგლისელი
ვეტექიმები
მსჯელობენ,
თუ
როგორ
შეიძლება
დაეხმარონ
სპილოს
წამოდგომაში.



No comments:
Post a Comment