15 September 2014

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ქართველ „კანონიერ ქურდებს“ შეხვდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში ორ ქართველ გავლენიან კანონიერ ქურდს შეხვდა.
ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთიასავალ-დასავალიდღევანდელ ნომერში, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სააკაშვილისკანონიერ ქურდებთანშეხვედრის ორგანიზება, უკრაინაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა გრიგოლ ქათამაძემ გააკეთა.
კრიმინალურ ავტორიტეტებს სააკაშვილმა აღუთქვა, რომ მათი თანადგომა დაფასდებოდა და მისი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, მათ პრივილეგიებს მიანიჭებდა.
გეგმა კი ძალიან მარტივია: საზღვარგარეთ მყოფმა ქართველმაკანონიერმა ქურდებმამათი გავლენის ქვეშ მყოფი პირების მეშვეობით, საქართველოში კრიმინოგენული ვითარების დაძაბვა უნდა მოახერხონ, უნდა გახშირდეს ყაჩაღობა, მკვლელობები, დაჭრები, ქურდული გარჩევები და რეკეტი.
რაც მთავარია, სიტუაციის ესკალაცია უნდა მოხდეს ციხეშიც, გაძლიერდესმაყურებლის ინსტიტუტი“, შეუქცევადი ხასიათი უნდა მიეცეს ციხის შიგნით აზარტულ თამაშებს და უნდა მოხდესზონების გაშავება“.
ერთი სიტყვით, როგორც ციხეში, ასევე გარეთ, კრიმინოგენული ფონი უნდა დაიძაბოს და ქუჩებში უმართავი სიტუაცია შეიქმნას.

აი, სწორედ ამაში ხედავს სააკაშვილი ხელისუფლების წინააღმდეგ მოსახლეობის აბუნტების, რევოლუციური ფონის შექმნისა და ხელისუფლებაში დაბრუნების ერთ-ერთ უმოკლეს გზას“ - წერს გამოცემა.

No comments:

Post a Comment