15 September 2014

რუსთავის სკოლებში სასწავლო წელი დაიწყო


ახალი სასწავლო წელი დღეს რუსთავის ოცდაექვსივე საჯარო სკოლაში დაიწყო.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ სასწავლო წლის დაწყება #24 საჯარო სკოლის მოსწავლებს, პედაგოგებსა და მშობლებს მიულოცეს. სტუმრები სკოლის ეზოში გამართულ ღონისძიებას, პირველკლასელთათვის ნეთბუქებისა და სახელმძღვანელოების გადაცემას დაესწრნენ.
ზვიად ძიძიგური, დავით ჯიქია და დავით მაღლაკელიძე, ღონისძიების დასრულების შემდეგ #24 საჯარო სკოლის პედაგოგებს გაესაუბრნენ და საკლასო ოთახები დაათვალიერეს.

რუსთავის მერის დავით ჯიქიას განცხადებით, ქალაქის საჯარო სკოლები ახალ სასწავლო წელს მომზადებულები შეხვდნენ.

No comments:

Post a Comment