15 September 2014

მურმან დუმბაძე პარტია "ქართული ოცნებიდან" გარიცხეს

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე პარტია "ქართული ოცნებიდან" გარიცხეს.
 აჭარის უმაღლესი საბჭოს სამმა დეპუტატმა - ალექსანდრე ჩიტიშვილმა, მედეა ვასაძემ და ჯემალ ფუტკარაძემ კი საყვედური მიიღეს.

პრემიერის განმარტებით, უმაღლესი საბჭოს სამი წევრისთვის საყვედურის გამოცხადების მიზეზი არის ის, რომ მათ აჭარის მთავრეობასთან დაკავშირებით განცხადებები პარტიასთან შეუთანხმებლად გააკეთეს.
მურმან დუმბაძის გარიცხვის მიზეზად კი, ღარიბაშვილმა მისი მხრიდან აჭარის მთავრობის საქმიანობაში უხეშად ჩარევა დაასახელა.

No comments:

Post a Comment