15 September 2014

დატბორილი მაღაზიები და მაგისტრალი-რუსთავში ზარალს ითვლიან (ვიდეო)

რუსთავში ოთსაათიანმა  გადაუღებელმა წვიმამ  ცენტრალური მაგისტრალი და რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. დატბორილია მაღაზიები და სარდაფები. სტიქიის გამო, ადგილზე  საგანგებო სიტუაციების სამსახური მუშაობდა. ადგილზე ვითარებას გაეცნო რუსთავის მერიც. დავით ჯიქიას განცხადებით, ზარალს დღის ბოლომდე დაითვლიან. მისი თქმით, მოსაწესრიგებელია სანიაღვრე სისტემა, რომელიც კერძო კომპანიას ეკუთვნის." წლების განმავლობაში სანიაღვრე სისტემა არ გაწმენდილა. ჩვენ ვთხოვეთ ამ კომპანიას  სანიაღვრე სისტემა მუნიციპალიტეტს გადასცეს  და ჩვენ მივხედავდით ამ პრობლემას, თუ თვითონ ვერ უვლიდნენ ",-განაცხადა ჯიქიამ.


No comments:

Post a Comment